აჭარაში მცხოვრებ 21 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა. გადაწყვეტილება დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გაახმოვანა. უძრავი ქონება მათ სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაუკანონდებათ. აქამდე მართზომიერ მფლობელობაში არსებული ფართის მესაკუთრე ქვეყნის მასშტაბით სულ 240 დევნილი ოჯახი გახდება.
მათთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გზით, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017-18 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებშია გაწერილი. გიორგი კვირიკაშვილმა დღეს სხდომაზე, თვითმმართველობის არჩევნებიც შეაფასა.