2 მლნ ლარი ბორჯომის ტყის აღსადგენად

27 ოქტომბერი 2017, 00:00 1740 ნახვა

სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშებზე ამ დროისთვის 2 174 000 ლარია ჩარიცხული. ეს თანხა ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს მოხმარდება.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, თანხა გარემოს დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით დაიხარჯება. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებების, ტყის აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად სახელმწიფო ხაზინაში სპეციალური ანგარიშები აგვისტოს ბოლოს გაიხსნა.
 

შემოწირულობების ჩარიცხვა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ამავე კატეგორიაში