შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 2 სამმართველოს ახალი შენობა აქვს. პრეზენტაციას შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი დაესწრნენ.
სასაზღვრო სექტორის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა საქართველო-თურქეთის საზღვრის 15-კილომეტრიან მონაკვეთს მოემსახურება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ამერიკულმა მხარემ მესაზღვრეების აღჭურვილობა და ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა.