ღოღობერიძისა და ჩხვირკიას სასამართლო პროცესი

27 ოქტომბერი 2017, 00:00 2424 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულების ირაკლი  ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის პროცესი იწყება.  საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს.  

ღოღობერიძის ადვოკატი აპირებს  შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების იმ ნაწილის უდაოდ ცნობაზე, სადაც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მოწმეები ღოღობერიძის ბრალეულობაზე არ საუბრობენ. ბოლო 2 პროცესს მერაბ ღოღობერიძე არ ესწრება.

მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დასახელდა, რის გამოც სხდომის გადადებას ითხოვდა. თუმცა პენიტენციალური დაწესებულებიდან მიღებული ცნობის საფუძველზე მოსამართლემ სხდომა არ გადადო. მოსამართლის განმარტებით, მერაბ ღოღობერიძის ბადრაგირება შესაძლებელი იყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი