რამდენიმე დღეში ნარინჯისფერი რთველი რეგიონში აქტიურ ფაზაში შევა. ფერმერებისთვის ციტრუსის წლევანდელი სეზონი განსაკუთრებულია, რადგან მათ მოსავლის აღებამდე და პროდუქციის რეალიზაციამდე, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა უწევთ.
აჭარაში ყველაზე დიდი რაოდენობით ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი ქობულეთს გადაეცა, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობამ ციტრუსი მაინც არ შეწამლა. ეშინიათ, რომ ნივთიერება, რომელიც მავნებლის გასანადგურებლად დაურიგდათ, ზიანს მსხილფეხა საქონელთან ერთად ფუტკარსაც მოუტანს. გავარკვიეთ, რომ წამლობითი ღონისძიებები ახლა დაგვიანებულია.