თურქმა მებაჟეებმა ჩანთაში 14 წლის მოზარდი იპოვეს

26 ოქტომბერი 2017, 00:00 8356 ნახვა

თურქმა მებაჟეებმა სარფის საბაჟოზე, ჩანთაში 14 წლის მოზარდი იპოვეს. ბავშვის გადმოყვანას საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე მალულად ცდილობდა - ინფორმაცია თურქულ პრესაში ვრცელდება. გამოცემა "თაქვიმ"-ში გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, რომ ფაქტი, სარფის საბაჟოსთან, 10 დღის წინ მოხდა.

საზღვრის გადმოკვეთის დროს, თურქ მებაჟეებს ეჭვი გაუჩნდათ, საქართველოს მოქალაქეს მოსთხოვეს ჩანთის გახსნა, სადაც ბავშვი აღმოჩნდა. თურქული მედიასაშუალების ცნობით, 14 წლის მოზარდის მშობლები თურქეთში იძებნებიან ტერორისტული ორგანიზაცია "ფეტოს" წევრობის გამო. მათი დევნა თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიწყო სახელმწიფომ. 

დაკავებულია თუ არა საქართველოს მოქალაქე და სად იმყოფება, ამ ინფოირმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი თურქეთში საქართველოს საკონსულოში ამოწმებს.  

წყარო და ფოტოები: takvim.com 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი