მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ დოკუმენტი მიიღო. ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის შენობასთან განაცხადა, სადაც თავის ადვოკატებთან ერთად მივიდა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ახლა პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილების საფუძველზე 26 ივლისს ჩამოართვეს.