ბათუმის დრამატული თეატრი მორიგი პრემიერისთვის ემზადება. ახალ სპექტაკლს ამჯერად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ანდრო ენუქიძე დგამს. ''სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისა'' - ასე ჰქვია წარმოდგენას, რომელიც პოლონელი დრამატურგის სლავომირ მროჟეკის პიესის მიხედვით არის შემუშავებული და თანამედროვე რეალობის აქტუალურ საკითხებს ეხმიანება. ერთმოქმედებიანი სპექტაკლი რეჟისორმა ქართული ელემენტებით დატვირთა - მუსიკა, ქორეოგრაფია, პოეზია - პოლონურ-ქართულ ნამუშევარს ბათუმის დრამატული თეატრის დასი 24 ივნისს- საპრემიერო ჩვენებაზე წარმოადგნს. ქართულ სინდრომს მოგვიანებით დასი საგასტროლოდ პოლონეთშიც ითამაშებს.