ხმაურიანი სხდომა და გაფრთხილებები ბათუმის საარჩევნო კომისიის წევრებს

25 ოქტომბერი 2017, 00:00 3455 ნახვა

#64 უბანზე დაფიქსირებულ სარჩელის განხილვას ხმაური მოყვა კომისიის სხდომაზე. საქმე შესწორების ოქმის არასწორ შედგენას ეხებოდა. საჩივრები "სამართლიან არჩევნებსა" და "ნაციონალურ მოძრობას" ჰქონდათ დაწერილი. მომჩივანები #64 უბნის ბიულეტენების თავიდან გადათვლას ითხოვდნენ, თუმცა სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 

ბათუმის #79 ოლქმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და "ნაციონალური მოძრაობის" 8 საერთო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საარჩევნო უბნის წევრებს დისციპლინური გადაცდენის გამო გაფრთხილება მისცა. ოლქში შესული 12 საჩივრიდან კი 4 სარჩელი  უსაფუძვლობის გამო არ განიხილეს. 

საჩივრების უმეტესობა შემაჯამებელი ოქმების არასწორ შევსებას და ​ბიულეტენების დისბალანსს ეხებოდა. 

ბათუმის მე-14 და 88-ე საარჩევნო უბნების თავმჯდომარეებს და მდივანს  ​გაფრთხილება მიეცათ. ამ უბნებზე ბიულეტენების საერთო რაოდენობა გაბათილებულ და გამოყენებულ ბიულეტენების ოდენობას არ დაემთხვა.

უბნებს ხელახლა გაფრთხილების მოთხოვნით საჩივრები არ დაკმაყოფილდა. 

ბათუმის #79 ოლქში სულ 31 საჩივარი შევიდა, 19 მათგანი ოლქმა უკვე განიხილა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი