მეუფე დიმიტრი და მამა რევაზ სიხარულიძე ხვალ მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს მოინახულებენ.
არსებული ინფორმაციით, საპყრობილეში შესასვლელად საშვი ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტრის წინამძღვარმა, დეკანოზმა რევაზ სიხარულიძემ გუშინ აიღო.
ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებული, ბათუმის მიტროპოლიტთან შეხვედრას რამდენიმე თვის წინაც ითხოვდა. მაშინ მეუფე დიმიტრიმ და კიდევ რამდენიმე მაღალი რანგის სასულიერო პირმა განმარტეს, რომ დეკანოზს სასამართლო სხდომების მიმდინარეობის პროცესში არ შეხვდებოდნენ, რომ ეს ფაქტი არ მიჩნეულიყო გამოძიებაზე გავლენის მოხდენად.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 5 სექტემბერს მიუსაჯა, ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებულია.