მერაბ ღოღობერიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომას არ ესწრება. იგი პროცესის გადადებას ითხოვდა, მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ასახელებდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პენიტენციალური დაწესებულებიდან მიღებული ცნობის შემდეგ, სხდომის განახლების გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტში ეწერა, რომ მერაბ ღოღობერიძის ბადრაგირება შესაძლებელია.
11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულს ანალოგიური მოთხოვნა გუშინაც ჰქონდა.
ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესზე დღეს მოწმეებს დაკითხავენ. გუშინდელი სხდომა 6 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, დაიკითხა 6 მოწმე, მათ შორის გამომძიებლები და ექსპერტები.