ქობულეთში საჩივრების განხილვა

24 ოქტომბერი 2017, 00:00 3254 ნახვა

კიდევ სამი საჩივარი შევიდა ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული ოპოზიცია ბურჯანაძე-კუკავა-ლორთქიფანიძის პარტიიდან. საჩივრები უბნებზე პროცედურულ დარღვევებს ეხება.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მათ ხვალ დღის ბოლომდე განიხილავენ, თუმცა ეს საბოლოო შედეგებზე გავლენას არ იქონიებს. კომისიამ  11 საჩივარი გუშინ გამართულ სხდომაზე განიხილა ,მათგან 10 დაკმაყოფილდა და უბნის თავმჯდომარეებს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცათ. ხოლო 1 საჩივარი, რომელიც აგიტაციას ეხებოდა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით  ფაქტის დაუდასტურებლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში