''იპოთეკით დაზარალებულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც გადახდისუუნაროები არიან დიდი ალბათობით ბანკი სესხს არ დაუმტკიცებს'' - განცხადება დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა. არჩილ ხაბაძე დაზარალებულების აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აქციებს ძირითადად ის კატეგორია აწყობს ვისი საკუთრებაც უკვე გასხვისებულია. მთავრობა დაზარალებულებს ბანკებთან უშუამდგომლობს. დაზარალებულები სესხის მოთხოვნით განაცხადებას ავსებენ.