შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნება თითქმის დასრულებულია

22 ოქტომბერი 2017, 00:00 3429 ნახვა

შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნება თითქმის დასრულებულია, დარჩენილია ათი უბნის შედეგი.  ამომრჩეველთა 55,68 პროცენტის მხარდაჭერა და გამარჯვება „ქართულ ოცნებას“ ერგო. მმართველი პარტია უმრავლესობით შევა ქვეყნის 64-ვე საკრებულოში, რასაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა უკვე უწოდეს ერთპარტიული მმართველობა და აღნიშნეს, რომ ამის გამო ქვეყანა მომდევნო 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგება. „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ მერის არჩევნებშიც. 58 თვითმმართველობაში 50 პროცენტიანი ბარიერი გადალახულია, 6 ოლქში კი სავარაუდოდ მეორე ტური დაინიშნება.

21 ოქტომბრის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებული მოქალაქეების დაახლოებით ნახევარმა. 50 ათას გასცდა უბნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობა ბათუმში, ბათუმის არჩეული მერის მხარდამჭერების რაოდენობა კი 30 ათასს ვერ აღწევს. უფრო ნაკლები ხმების რაოდენობით, მეორე ტურში არჩეულ გიორგი ერმაკოვს, ცოტა ხანში ლაშა კომახიძე ჩაანაცვლებს. მას წინასწარი მონაცემებით, ხმების მოსაგროვებლად ბრძოლა განმეორებით არ მოუწევს. უმრავლესობა ეყოლება „ქართულ ოცნებას“ ბათუმის საკრებულოში, 25-დან 19-ი მმართველი გუნდის სახელით შევა თვითმმართველობაში, დანარჩენი 6 მანდატი კი 3 პოლიტიკურ პარტიაზე გადანაწილდა. მაჟორიტარულ არჩევნებში ბათუმის 10 ოლქში სრული გამარჯვება ხვდა წილად მმართველ გუნდს.

მხოლოდ 6 ოპოზიციონერი იქნება ქედის მომდევნო მოწვევის საკრებულოში. გამარჯვება მერის არჩევნებში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, რამდენიმე გამონაკლისით, მაგალითად ქობულეთის 22 მაჟორიტარული ოლქიდან, მხოლოდ 2-ში გაიმარჯვა ოპოზიციამ. ოპოზიციაა გამარჯვებული ასევე 2 ოლქში ხელვაჩაურშიც. ქართულ ოცნებას“ ყველა საკრებულოში დიდი უმრავლესობა ეყოლება, ეს ფაქტი სიტყვა “ერთპარტიულის” გამოყენების სამართლებრივ საფუძველს არ იძლევა, რადგან მცირე რაოდენობით, თუმცა ოპოზიცია თვითმმართველობებში მაინც შევიდა. შესაბამისად კანონმდებლობით ადგილობრივი თვითმმართველობები მრავალპარტიულია.

ამავე კატეგორიაში