4 პარტიული იქნება წინასწარი მონაცემებით ქობულეთის საკრებულო. უმრავლესობა აქაც “ქართულ ოცნებას” ექნება. მუნიციპალიტეტის 22 მაჟორიტარული ოლქიდან 20 შემთხვევაში საუკეთესო შედეგი აქვთ “ქართული ოცნების” კანდიდატებს.
2 მაჟორიტარულ ოლქში ხალასა და ოჩხამურში კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები იმარჯვებენ. ქობულეთის მერი წინასწარი მონაცემებით მირიან ქათამაძე გახდება.