NDI - “სახელმწიფოს მართვის ყველა დონეზე ერთპარტიული მმართველობა გამყარდა, რაც დემოკრატიის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს”

22 ოქტომბერი 2017, 00:00 2617 ნახვა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო მისიის ანგარიში გააცნეს მედიის წარმომადგენლებს. “სახელმწიფოს მართვის ყველა დონეზე ერთპარტიული მმართველობა გამყარდა, რაც დემოკრატიის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს” - აღნიშნეს NDI - ის დელეგაციის წარმომადგენლებმა. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით არჩევნების დღემ ძირითადად ინციდენტების გარეშე ჩაიარა. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, NDI ყურადღებას ამახვილებს უთანასწორობაზე მმართველი და ოპოზიციური პარტიების რესურსებს შორის, რამაც ჯანსაღ შეჯიბრს ხელი შეუშალა. ვრცლად ნათია კოპალიანი ისაუბრებს ენ-დი-აის ანგარიშის შესახებ პირდაპირ ეთერში თბილისიდან. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი