გამოქვეყნებულია შემაჯამებელი ოქმების უმრავლესობა, დარჩენილია დაახლოებით 44 უბნის მონაცემი. წინასწარი შედეგებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ამომრჩეველთა 55.69%-ის მხარდაჭრა“ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ” მოიპოვა. მმართველი პარტია უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი ქვეყნის 64-ვე საკრებულოში, ასევე წინასწარი შედეგებით 59 თვითმმართველ თემსა და ქალაქში ქართული ოცნების კანდიდატები გახდებიან მერები, 6 ოლქში კი სავარაუდოდ მეორე ტური დაინიშნება.
მეორე ტურის ჩატარება არ გახდება საჭირო აჭარაში, რეგიონის 6-ვე მუნიციპალიტეტში, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატებმა გადალახეს 50 პროცენტიანი ბარიერი. 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებული მოქალაქეების დაახლოებით ნახევარმა.