გამოქვეყნებულია შემაჯამებელი ოქმების 95 პროცენტი, დარჩენილია დაახლოებით 400 უბნის მონაცემი. წინასწარი შედეგებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ხმების უმრავლესობა მიიღო “ქართული ოცნება - დემოკრატიულმა” საქართველომ. მმართველი პარტია ექნება უმრავლესობა ქვეყნის 64-ვე საკრებულოში, ასევე 59 თვითმმართველ თემსა და ქალაქში მერი, წინასწარი მონაცემებით “ქართული ოცნების” კანდიდატი გახდება, 6 ოლქში კი სავარაუდოდ მეორე ტური დაინიშნება.
მეორე ტურის ჩატარება არ გახდება საჭირო აჭარაში, რეგიონის 6-ვე მუნიციპალიტეტში, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატებმა გადალახეს 50 პროცენტიანი ბარიერი, ასევე უმრავლესობით ლიდერობს მმართველი პარტია პროპორციული არჩევნების წინასწარი შედეგებითაც. მაჟორიტარულ არჩევნებში კი უმეტეს შემთხვევაში ასევე ქართული ოცნების კანდიდატები იმარჯვებენ. 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მილლიონ 569 ათას 992-მა ამომრჩეველმა, სულ რეგისტრირებული იყო 3 მილიონ 440 ათას 123 ამომრჩეველი.