ეკონომიკური კონფერენცია

21 ივნისი 2016, 00:00 4747 ნახვა

ბათუმში ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საერთაშირო სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებისადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის მექანიზმებზე იმსჯელებენ. კონფერენციაში 17 ქვეყნის 70 დელეგატი მონაწილეობს. მათ შორის არიან მთავრობების, საბაჟო სამსახურების და კერძო კომპანიების წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრა მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და საქართველოს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით ტარდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი