ხმების 55.67 პროცენტი მიიღო ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა. ლაშა კომახიძეს მხარი დაუჭირა 27 068 ამომრჩეველმა. ეგზიტპოლის შედეგებითაც ლაშა კომახიძე ლიდერობდა ბათუმის მერის არჩევნებში.
‘’ვფიქრობდი, იმედი მქონდა და ყველა წინაპირობა არსებობდა იმისათვის, რომ არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვებით დამთავრებულიყო და ეს ასეც მოხდა’’.
''წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან ძალიან ბევრი შეხვედრა ჩავატარეთ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს ქალაქელებს იმ პროგრამის დეტალებს ვაცნობდით, რომლითაც ქალაქის თვითმმართველობაში მოსვლას ვგეგმავ. იგი მრავალი პუნქტისგან შედგება. ბევრი საკითხის მოგვარებას ითვალისწინებს. ეს იქნება კიდევ უფრო დახვეწილი, უკეთესი თვითმმართველობა, სადაც ქალაქის ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეების ხმა მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. ეს იქნება ბათუმის კეთილმოწყობა, ბინათმშენებლობის საკითხის რეგულირება და სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება.’’
‘’ყოველთვის ყველა სამსახურში მე ღია ვარ თანამშრომლობისათვის. მნიშვნელობა არ აქვს ეს პოზიციაა და თუ ოპოზიცია. ვფიქრობ რომ ჩვენ თანამშრომლობას შევძლებთ’’.