ამ დროისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია ბოლო მონაცემებს სპეციალურ პორტალზე ათავსებს. სულ დასათვლელი იყო 3 644 უბნის შემაჯამებელი ოქმები, უბნებზე კი კომისიის წევრებს სამი ბიულეტენის შედეგის დაჯამება მოუხდათ. მონაცემები პირდაპირ რეჟიმში იტვირთება ვებ-გვერდზე, ასე რომ პერიოდულად იცვლება.
შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, წინასწარი შედეგების თანახმად, პროპორციულ არჩევნებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ლიდერობს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო.” ასევე, პირველ ადგილზე არიან მმართველი პარტიის მერობის კანდიდატები თითქმის ყველგან. კენჭისყრაში ამომრჩეველთა 45,65%-მა მიიღო მონაწილეობა. რაც დაახლოებით 2 პროცენტით მეტია, ვიდრე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს დაფიქსირდა.