ხალხმა დაინახა, რომ ჩვენს ქვეყანაში არის სტაბილურობა და ხელისუფლება სიყვარულით მართავს და არა დაყოფით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას გუშინ განაცხადა.
პრემიერმა ადგილობრივ არჩევნებს ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება და წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.