ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ბათუმში.
პეტრე ზამბახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, არჩევნებზე უარყოფითი გავლენა არათანაბარმა წინასაარჩევნო გარემომ და უბნებზე დაფიქსირებულმა დარღვევებმა იქონია.