ხულოში 14 ათას 232-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და წინასწარი მონაცემებით ხმათა 60 %-ით მმართველი გუნდის მერობის კანდიდატს, გოჩა მელაძეს ერგო. მას არჩევნებზე მისულმა 8 ათასამდე ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. 3 500-მდე ხმა დააგროვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა,რაც 26 % შეადგენს.
დარჩენილ ორ პარტიას შორის ხმები ასე გადანაწილდა: 3, 37 %-ი "პატრიოტთა ალიანსი", 11 %-ი კი ევროპული საქართველოს კანდიდატებმა მიიღეს.
რაც შეეხება საკრებულოს, იგი 6 პარტიით დაკომპლექტდება.
55%- ქართული ოცნება
24%- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
5%-ი დიმიტრი ლორთქიფანიძე კახა კუკავა
4, 71%-ი პატრიოტთა ალიანსმა
4, 11 %-ი შენების მოძრაობა
11, 57 %-ი ევროპული საქართველო
საკრებულოშ ვერ მოხვდებიან "ლეიბორისტები", მათ ხმების 1, 47 % დააგროვეს.
ხულოს 13 მაჟორიტარული ოლქი ასე გადანაწილდა:
ერთი მანდატი - "ევროპულმა საქართევლო"
სამი მანდატი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
ხოლო 9 ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარებმა მოიპოვეს ამომრჩევლის ნდობა.
ხულოს მუნიცპალიტეტში სულ ოთხი მერობის კანდიდატი, 8 პარტია და 13 მაჟორიტარი იბრძოდა.