‘’ეს არის ქართველი ხალხის და სახელმწიფოს გამარჯვება’’ - გიორგი კვირიკაშვილი

21 ოქტომბერი 2017, 00:00 3165 ნახვა

‘’დღევანდელი არჩევნები დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია’’ - განცხადება რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 „მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს აქტივობისთვის და მაღალი სამოქალაქო კულტურისთვის. ჩვენ ველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებს,   რომელიც დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნების’’ გამარჯვებას დააფიქსირებს’’ - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, არჩევნების სამართლიან, მშვიდობიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარება სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკური ნებაა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი