თინა ბოკუჩავა: ‘’თამარ ჟვანიამ დაადასტურა, რომ საჯარო მოხელეების მობილიზება იყო’’

21 ოქტომბერი 2017, 00:00 2504 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო თავმჯდომარესთან ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრების შეხვედრა დასრულდა. ‘’თამარ ჟვანიამ დაადასტურა, რომ საჯარო მოხელეების მობილიზება იყო მთელი თბილისის მასშტაბით და რეალურად, „ქართული ოცნების“ ამოცანა იყო, ეს ბერკეტი გამოეყენებინათ 12:00-13:00 საათამდე’’, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.  

მათი თქმით, პარტიის წევრებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ‘’ქართული ოცნების“ წევრები საჯარო მოხელეების მობილიზებას ახორციელებენ. თინა ბოკუჩავას მტკიცებით, დამკვირვებლები  წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით ამოწმებდნენ, არჩევნებზე მისულ პირთა რაოდენობას.

‘’ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეუძლიათ პერსონალური მონაცემები გამოიყენონ იმისთვის, რომ ზეწოლა მოხდეს ამომრჩეველზე,  ეს ფაქტია“, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ამ საკითხზე ცესკოში კომენატრი არ გაკეთებულა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი