ავტოავარია ქედაში მსხვერპლით დასრულდა

20 ივნისი 2016, 00:00 5853 ნახვა

ერთი დაიღუპა და 2 ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქედაში. მათგან ერთ-ერთი რეანომობილით ბათუმშია გადმოყვანილი.  მეორე კი რაიონულ საავადმყოფოში რჩება, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. შემთხვევა სოფელ ქვითკირში მოხდა, დაშავებულები მანქანიდან მაშველების დახმარებით ამოიყვანეს. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ავტოსაგზაო შემთხვევის გამოწვევის მიზეზი გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მომხდარზე საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 276 მუხლის მეხუთე ნაწილით აღძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე ისჯება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში