ბათუმის მერობის კანდიდატმა ოლქის იურისტს შეურაცხყოფა მიაყენა

21 ოქტომბერი 2017, 00:00 5833 ნახვა

‘’ლეიბორისტული პარტიის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა ჯელალ ქიქავამ, ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.  მისი თქმით,  უბნებზე კონკრეტული დარღვევები ფიქსირდება, ხელისუფლება კი ე.წ. კარუსელს ატრიალებს. აღნიშნულზე პასუხს ოლქის თავმჯდომარეს ციალა შავაძეს სთხოვდა. საკითხის განხილვა იურისტთან კამათში და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ''ლეიბორისტული პარტიის" მერობის კანდიდატმა მას უზრდელი უწოდა. დაცვის სამსახური ჩარევის შემდეგ ქიქავას შენობა დაატოვებინეს.

ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ  კონკრეტულ ინფორმაციის და ფაქტების დამადასტურებელ მასალებს  15 საათისთვის გაასაჯაროებს.

79-ე  ოლქის თავმჯდომარემ ლეიბორისტული პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატს გაძევების აქტი დაუწერა. ჯელალ ქიქავა დღეს ოლქის შენობაში შესვლას ვეღარ შეძლებს. 

ვიდეო

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი