ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 - მთავარი მოკლედ

21 ოქტომბერი 2017, 00:00 2122 ნახვა

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ 10 საათის მონაცემებით 43 საჩივარი დაიწერა. მათ წარმომადგენელი ყველა საარჩევნო უბანზე ჰყავთ. '' ადგილი აქვს პროცედურულ დარღვევებს. წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებზე ვიდეოგადაღება მიმდინარეობს” - აცხადებს მირდატ ქამადაძე.  

ამ დროისთვის ბათუმში ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია, 10 საათის მონაცემებით ბათუმში საკუთარი არჩევანი 7 014 მოქალაქემ დააფიქსირა. ეს ამომრჩეველთა სულ 5,02 % პროცენტია. 

დილის თერთმეტი საათისთვის "საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უბნებთან დგანან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და აკონტროლებენ მივიდა თუ არა მათი მხარდამჭერი მოქალაქე არჩევნებზე", - აცხადებს საია. ორგანიზაციის წარმომადგენლების შეფასებით ეს "ამომრჩევლის ნების კონტროლია".

საკუთარი არჩევანი გააკეთა პარტია ''ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველოს'' ბათუმის მერობის კანდიდატმა რობერტ ფუტკარაძემ, მან ხმა 52-ე საარჩევნო უბანზე მისცა. კანდიდატს პოზიტიური შედეგების მოლოდინი აქვს. 

''ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს'' ბათუმის მერობის კანდიდატმა, ლაშა კომახიძემ კი ხმა 65-ე საარჩევო უბანზე მისცა. 
- "მე და ჩემმა ოჯახმა ხმა უკეთესს ბათუმს, ჩვენი ქალაქის უკეთეს მომავალს, ძალიან საინტერესო და ამბიციურ პროექტებს მივეცით" - განაცხადა "ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ.

ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა ლევან ანთაძემ ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეობრივი ვალის მოხდისკენ. ბათუმის მერობის კანდიდატმა ხმა 51-ე საარჩევნო უბანზე მისცა. 


დილის 9 საათისთვის ბათუმის 26-ე უბანზე სამართლიანმა არჩევნებმა საჩივარი დაწერა.   არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი დამკვირვებელი უბანზე დაგვიანებით შეუშვეს.

ბათუმის #45 საარჩევნო უბანზე დილით, დაახლოებით 10 საათზე, ამომრჩეველს მარკირების პროცედურის გარეშე მიაცემინეს ხმა, ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის“ დირექტორმა ვლადიმერ ბოჟაძემ რეგიონალური მედიის ასოციაციას მიაწოდა.

ცენტრმა უკვე დაწერა საჩივარი და საოლქო-საარჩევნო კომისიას მიაწოდა. მარკირებასთან დაკავშირებით მცირე ინცინდენტს ჰქონდა ადგილი ხელვაჩაურის #81 საარჩევნო უბანზეც, სადაც შუახნის მარკირებული ქალბატონი ხელახლა ცდილობდა უბანზე ხმის მისაცემად შესვლას, რაც კომისიის წევრებმა არ დაუშვეს.

პატრიარქმა ხმა კვლავ მარკირების გარეშე თბილისის 67–ე საჯარო სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცა. საქართველოს კანონმდებლობით ეს სავალდებულო პროცედურაა.

ხმის მიცემის შემდეგ მან განაცხადა, რომ ისეთი ადამიანები უნდა აირჩიონ, რომლებიც საქართველოს გამოადგებიან, წერს "ნეტგაზეთი".

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი