არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების’’ წარმომადგენლებმა კიდევ ორი საჩივარი დაწერეს. მესამე სექტორის წარმომადგენლები, ამბობენ რომ 31 საარჩევნო უბანზე კაბინიდან გამოსულ ამომრჩეველს კონვერტი თან ჰქონდა.
კიდევ ერთი საჩივარი კი 25-ე უბანზე დაიწერა, სადაც მარკირების წესების დარღვევა დაფიქსირდა.
79-ე ოლქის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბათუმის მასშტაბით 4 საჩივარია დაფიქსირებული, რომელიც პროცედურული ხასიათისაა. 4-ვე მათგანი ‘’სამართლიან არჩევნებს’’ ეკუთვნის. საჩივრებს 2 დღეში განიხილავენ.