"ამომრჩევლის ნების კონტროლს ახორციელებენ პოლიტიკური პარტიები " საიას შეფასება /10 საათი/

21 ოქტომბერი 2017, 00:00 3015 ნახვა

საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უბნებთან დგანან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები სიებით და აკონტროლებენ, მივიდა თუ არა მათი მხარდამჭერი მოქალაქე არჩევნებზე - განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. 

"პარტიის წარმომადგენლები სიებით  აკონტროლებენ  სიებში არსებული პირები მივიდნენ თუ არა საარჩევნო უბანზე. ეს წინა წლებშიც ხდებოდა და არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს ამომრჩევლის ნების კონტროლია" - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.  

საიას შეფასებით ამის უფლება  პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ.  

საიას მონაცემებით აჭარაში ბათუმის 38 უბანი დაგვიანებით გაიხსნა და ხელვაჩაურის მე 16 უბანზე არ შეუშვეს დამკვირვებელი მოკლე დროის მონაკვეთში. 

საერთო ჯამში საქართველოს საიამ 6 საჩივარი დაწერა და 9 შენიშვნა ჰქონდა საქართველოს მასშტაბით. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი