წელს თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლები გამგებლების ნაცვლად მერებს აირჩევენ

21 ოქტომბერი 2017, 00:00 2436 ნახვა

წელს თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველი გამგებლების ნაცვლად მერებს აირჩევენ. ცვლილება თვითმმართველობის კოდექსში 2014 წლის დასაწყისში შევიდა. ზოგადად, ეს თანამდებობა არჩევითი 3 წლის წინ გახდა. გამგებლები მოქალაქეებმა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისას პირველად აირჩიეს, მანამდე მათ აჭარის შემთხვევაში, რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე ნიშნავდა.  ახლა ამ პოზიციას, ისევე როგორც ქალაქებში, მერი ჰქვია.

მერები 4 წლის ვადით იქნებიან არჩეული. გამარჯვებისთვის კანდიდატმა უბანზე მისული ამომრჩევლების ნახევარზე მეტის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.  ანუ, კანდიდატი გამარჯვებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ 50%-ზე მეტ ხმას მიიღებს. თუ ამ ბარიერს ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს, დაინიშნება არჩევნების მეორე ტური. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში