საარჩევნო უბანში მისულ ამომრჩეველს 3 სახის ბიულეტენი გადაეცემა

21 ოქტომბერი 2017, 00:00 2045 ნახვა

საარჩევნო უბანში მისულ ამომრჩეველს 3 სახის  ბიულეტენი გადაეცემა. ერთი - ცისფერი ფერის ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ასარჩევად.

მეორე - ვარდისფერი ბიულეტენი - საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ასარჩევად და მესამე - ღია მწვანე ფერის ბიულეტენი - თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად. საერთო ჯამში დაიბეჭდა 9 546 450 ბიულეტენი.

ამავე კატეგორიაში