არჩევნებამდე ერთი დღით ადრე კი, კულტურული მემკვიდრეობის დამცველებმა, ევროპის მოედანზე ფოტოგამოფენა მოაწყვეს, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ისტორიული ბათუმის ცვლილებისა და ნგრევის ქრონიკას ასახავს. გამოფენის ორგანიზატორი საზოგადოება “ბათომია”, სახელწოდება კი “ერმაკოვიდან ერმაკოვამდე”. გამოფენა ქალაქის ორ სხვადასხვა დროს ასახავს, ცნობილი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის ჩამოსვლასა და გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდს.