იპოთეკით დაზარალებულების აქცია

20 ივნისი 2016, 00:00 3780 ნახვა

იპოთეკით დაზარალებულებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან. მათი ნაწილი უკმაყოფილოა მთავრობის შეთავაზებით, რომლის მიხედვითაც თითოეული დაზარალებული სპეციალურ ბლანკს შეავსებს, სადაც უნდა მიუთითონ რა რაოდენობის სესხი სჭირდებათ და რამდენად გადახდისუნარიანი არიან. დაზარალებულთა ნაწილს ეს შეთავაზება მოსწონს და მზად არიან განაცხადები ხვალიდან შეავსონ. აქციის მონაწილეებს მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი შეხვდა. აჭარის მთავრობა იპოთეკით დაზარლებულებს ბანკებთან შუამდგომალობას ჰპირდება.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი