ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა

18 ოქტომბერი 2017, 00:00 2523 ნახვა

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება, ამჟამად გზის მეორე 18 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 15 ხიდს აერთიანებს. სოფელ საჩინოსთან საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი მოეწყობა, რომლის სიგრძე კილომეტრიც და 180 მეტრია. 

პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 209 მილიონ 852 ათას 79 ლარია. ქობულეთის შემოვლითი გზა სრულად მომავალი წლის მაისში გაიხსნება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში