ქობულეთის სამ სოფელს მესამე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება

18 ოქტომბერი 2017, 00:00 3011 ნახვა

ქობულეთის სამ სოფელს მესამე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება. სტიქიის შედეგად ციხისძირისა და ბუკნარის წყლის სათავე ნაგებობები ქვიშით გაივსო, ხოლო ოჩხამურის სათავე ნაგებობას ტრანსფორმატორი დაუზიანდა.

„ქობულეთის წყლის“ დირექტორის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება შიდა სასოფლო გზებს, საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დარჩენილია 4 მონაკვეთი და გასაწმენდად  ტექნიკა მუშაობს. დამეწყრილი ოჯახების მდგომარეობას გეოლოგები სწავლობენ. ორი დღის განმავლობაში  მეწყერი 17 საცხოვრებელ სახლთან ჩამოწვა, მათგან 2 ოჯახი დროებით თავს ახლობლებთან აფარებს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში