ლტოლვილთა საერთაშორისო დღე

20 ივნისი 2016, 00:00 2772 ნახვა

20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა. გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით ლტოლვილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. 2015 წლის ბოლოს, პირველად მსოფლიო ისტორიაში, ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულთა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა. კომისარიატის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ რაოდენობიდან 21, 3 მილიონი ადამიანი ლტოლვილი, 40, 8 მილიონი- იძულებით გადაადგილებული პირი, 3,2 მილიონი - თავშესაფრის მაძიებელია. 65, 3 მილიონი ადამიანიდან ნახევარზე მეტი სომალის, ავღანეთისა და სირიის მოქალაქეა. გაერო-ს მონაცემებით, დედამიწის ყოველი 113-ე მცხოვრები ლტოლვილი, თავშესაფრის მაძიებელი ან დევნილია, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია.

ამავე კატეგორიაში