უამინდობის შედეგად მეწყრის ახალი კერა გაჩნდა სოფელ ნიგაზეულში. მეწყერმა საფრთხე სამ საცხოვრებელ სახლს შეუქმნა. დაზარალებულები ღამით თავს მეზობლებთან აფარებდნენ. მუნიციპალიტეტში წვიმის შედეგად სულ 10 საცხოვრებელი სახლი დაიმეწყრა. დამეწყრილ ტერიტორიებს გამგებლის ინფორმაციით, გეოლოგები უახლოეს დღეებში შეისწავლიან.
მეწყერი განვითარდა ცენტრალურ და შიდა სასოფლო გზებზეც. ამ დროისთვის გადაადგილება შესაძლებელია ხიჭაური - წყალსაყარი და შუახევი - უჩამბის მიმართულებით, ამ ტერიტორიებზე მეწყრის გამო შეზღუდვები მოქმედებდა. ამ დრომდე გარესამყაროსაა მოწყვეტილი ნაღვარევის და ინწკირვეთის მოსახლეობა.