ხიჭაურში ახალი ბაღი გაიხსნა

17 ოქტომბერი 2017, 00:00 1404 ნახვა

ხიჭაურში ახალი ბაგა-ბაღი გაიხსნა. 2 სართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა.

ბაგა-ბაღი 50-ზე მეტ აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღის მშენებლობაზე 220 ათასი ლარი დაიხარჯა. საბავშვო დაწესებულების გახსნას  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი