ხიჭაური-ჭვანის ცენტრალურ მაგისტრალზე მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. ბარათაულის, წყალსაყრის და ჭვანის თემის რამდენიმე სოფელთან, მანქანით გადაადგილება ამ ეტაპზე შეუძლებელია. დაზიანებულია ახალდაბა - წყაროთის შემოვლითი გზაც, რის გამოც მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებამდე ფეხით მიდის. მიწისა და ქვების მასამ გზა მთლიანად ჩაკეტა.
აჭარის მაღალმთიანეთში მესამე დღეა წვიმს. ძლიერმა ნალექმა პრობლემები რამდენიმე მიმართულებით შექმნა. დაზიანებულია გზები, ხიდები და საცხოვრებელი სახლები.რამდენიმე ოჯახი უსაფრთხო ადგილას უკვე გაიყვანეს.