ბათუმის მერია საახალწლო მორთულობაში თითქმის მილიონ ნახევარ ლარს დახარჯავს. პარალელურად ახალი წლის დღეებში წელს პირველად, ბულვარის საზეიმოდ მორთვას გეგმავს ბულვარის ადმინისტრაცია.
ტენდერი გამოცხადებულია, თანხა კი ამ შემთხვევაში 148 ათასი ლარითაა განსაზღვრული. მერიამ ხელშეკრულება უკვე გააფორმა “აჭარგანათებასთან,” ეს კომპანია ერთადერთი იყო, რომელიც ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობდა. ვის ეკუთვნის “აჭარგანათება” და რომელი ქუჩების განათება იგეგმება საახალწლო დღეებში, ასევე როგორი იქნება ბულვარი, ჯენი კვანტალიანი თემის დეტალებით.