ხელვაჩაურში საარჩევნო ოლქში კაბინები და ყუთები დაიწვა

16 ოქტომბერი 2017, 00:00 4503 ნახვა

ხანძარი იყო ხელვაჩაურში 83 საარჩევნო ოლქში. დამწვარია საარჩევნო ინვენტარის ნაწილი. კაბინები, ყუთები და ქსეროქსის აპარატები.

ასევე, დაზიანდა გასული არჩევნების საარქივო დოკუმენტები. ზარალის ოდენობა და ცეცხლის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. დეტალები სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

#83 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის განცხადებით, ინვენტარის ნაწილის გადარჩენა მოხერხდა. რაც შეეხება საარქივო მასალას, ომარ ვარშანიძის თქმით, დოკუმენტაციის ვადა გასული იყო და პრობლემას არ წარმოადგენს.

შემთხვევის ადგილზე ბათუმის და ხელვაჩაურის ბრიგადები მუშაობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განაგდურებას გულისხმობს. 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში