შეხვედრა - კონცერტი

15 ოქტომბერი 2017, 00:00 2076 ნახვა

ბათუმის მერობის კანდიდატი კახაბერ ცისკარიძე კი მხარდამჭერებს საზაფხულო თეატრში შეხვდა. შეხვედრა საკუთარ გეგმებზე, საარჩევნო დაპირებებზე საუბრით დაიწყო, შემდეგ კი კანდიდატმა დარბაზში შეკრებილებს საკონცერტო პროგრამა წარუდგინა. კახაბერ ცისკარიძემ მუსიკალური ნომრები ''ხანუმებთან'' ერთად შეასრულა.

რაც შეეხება პროგრამას, მან თქვა, რომ ''მომავლის ქალაქის'' შექმნაა მისი მიზანი და გამარჯვების შემთხვევაში კულტურა და ხელოვნების მიმართულება იქნება პრიორიტეტული. საზაფხულო თეატრში შეკრებილებს შორის ძირითადად თინეიჯერები იყვნენ. მერობის კანდიდატი მხარდამჭერთა რაოდენობით უკმაყოფილო იყო. კახაბერ ცისკარიძის განცხადებით, უფრო მეტი გულშემატკივარი ჰყავს, თუმცა მისივე თქმით, ისინი ღია მხარდაჭერას ერიდებიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი