2018 წლის ბიუჯეტი გათვალისწინებულია აჭარის რეგიონის გამოთანაბრებითი ტრანსფერიც. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 39 მილიონს მიიღებს. ქობულეთის გამოთანაბრებითი ტრანსფერი 2 მილიონითაა შემცირებული და 6 მილიონი ლარი იქნება. 6 მილიონს მიიღებს ხელვაჩაური. 4 მილიონი ლარი იქნება გამოთანაბრებითი ტრანსფერით ქედისთვის.
ხულო კი მილიონ 456 ათას ლარს. შუახევისთვის გამოთანაბრებითი ტრანსფერი გათვალისწინებული არ არის. ბათუმის ახალი შემოვლითი გზა - 70 მლნ ლარია გათვალისწინებული. ქობულეთის ახალი შემოვლითი გზისა და ხულო - ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია -რეკონსტრუქციისთვის 30-30 მლნ ლარია გამოყოფილი. გამოთანაბრებითი ტრანსფერების შემცირებას მუნიციპალიტეტების შემოსავლების ზრდას უკავშირებს მმართველი პარტია.