“ევროპული საქართველოს” პრეტენზიები მერიას

14 ოქტომბერი 2017, 00:00 3797 ნახვა

„ევროპული საქართველოს“  მერობის კანდიდატი ქალაქის მერიას გულგრილობაში ადანაშაულებს. პეტრე ზამბახიძე აცხადებს, რომ ინასარიძის ქუჩა ამორტიზებულია, რის გამოც გადაადგილება ჭირს.

კანდიდატის პრეტენზიების საპასუხოდ მერიაში სატელევიზო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა განმარტავენ, რომ ინასარიძის ქუჩის ნაწილი რეაბილიტირებულია, სხვა სამუშაოები  კი ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან ახალი პროექტის ფარგლებში ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩას შეუერთდება. კეთილმოწყობითი სამუშაოები კი ამ პროექტს დასრულების შემდეგ განხორციელდება. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში