ეთიკის კოდექსზე ხელმოწერა

14 ოქტომბერი 2017, 00:00 2582 ნახვა

ბათუმის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა საარჩევნო ადმინისტრაციის ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს. დოკუმენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2010 წელს შემუშავდა და არჩევნების წინ მას ხელს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად აწერს.  ოლქის თავმჯდომარის თქმით, ეს ხელს შეუწყობს არჩევნების კანონიერად ჩატარებას.

ეთიკის კოდექსი საარჩევნო ადმინისტრაციას ავალდებულებს კანონის შესაბამისად და კეთილსინდისიერად ჩაატაროს არჩევნები და არ გააკეთოს ისეთი რამ, რაც  შეურაცხყოფს საარჩევნო პროცესს და ზიანს მიაყენებს საარჩევნო ადმინისტრაციის სახელს. კოდექსის მთავარი მოთხოვნებია, რომ ოლქის და საუბნო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა პატივს უნდა სცემდეს კანონს . უნდა იყოს სამართლიანი , უნდა მოქმედებდეს გამჭვირვალედ და  იყოს პროფესიონალი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი