საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გამოეხმაურა, რომელზეც პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და დაამტკიცა. დიპლომატიური უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ იმედგაცრუებულები არიან, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მხარეებმა კონსენსუსს რომ ვერ მიაღწიეს.
საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში დიპლომატიური კორპუსის პოზიციაა დაფიქსირებული, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ქმნის ძლიერ საფუძველს ხანგრძლივი და მტკიცე რეფორმებისთვის, როდესაც ამ რეფორმაზე საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ფართო კონსენსუსი არსებობს. საელჩო მტკიცე მხარდაჭერა უცხადებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას და მხარეებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის გამო იმედგაცრუებულია. .