ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე საპრემიერო ჩვენებისთვის მზადება მიმდინარეობს. ''ედიტ პიაფი'' ლეგენდარული ფრანგი მომღერლის ცხოვრებისა და უკანასკნელი დღეების ამსახველ ეპიზოდებს 8 მსახიობი გააცოცხლებს.
ნინო სადღობელაშვილის პიესის მიხედვით სპექტაკლზე გიორგი სიხარულიძემ იმუშავა, როგორც თავად რეჟისორი ამბობს სპექტაკლი ქუთაისისა და ბათუმის თეატრების ერთობლივი ნამუშევარია. საპრემიერო ჩვენების ნახვა მაყურებელს 15 და 16 ოქტომბერს შეეძლება.