სპეციალისტები ბუთურაულის წყალს სწავლობენ. სინჯები საქართველოსა ლაბორატოერიებსა და უცხოეთშია გადაგზავნილი. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ წინასწარი მონაცემებით ნიადაგი, საიდანაც წყალი გამოდის, დიაბეტის სამკურნალო თვისებებს შეიცავს, წყლის რეგულარული მიღება კი დიაბეტს კურნავს.
პროცესში ჩართულია ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი რამაზ სურმანიძე. მისი ინფორმაციით, წყლის და ნიადაგის კვლევა დაწყებულია, თუმცა საბოლოო შედეგი ჯერ უცნობია. მომხმარებლები და ადგილობრივები ბუთურაულში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ, გამგეობაში კი ირწმუნებიან, რომ ამ სამუშაოებს ბიუჯეტში, ლაბორატორიული კვლევის და წყლის თვისებების დადგენის შესაბამისად გაითვალისწინებენ.